კიდევ ერთი სიახლე მსოფლიო ავტოგიგანტისგან: ტოიოტა წარმოგვიდგენს გაუმჯებესულ 7-ადგილიან ჰაილენდერ ჰიბრიდს

ტოიოტას ყველაზე დიდი ჰიბრიდული SUV, ჰაილენდერ ჰიბრიდი უკვე გაყიდვაშია.

ჰაილენდერ ჰიბრიდის შესაქმნელად, ტოიოტამ თავისი ჰიბრიდული ტექნოლოგიების 23 წლიანი გამოცდილება და ტოიოტას ლეგენდარული QDR და SUV მოდელების წარმოებაში დაგროვილი განსაკუთრებული ცოდნა გააერთიანა.

ეს ავტომობილი აერთიანებს ტოიოტას SUV სეგმენტის ყველა მნიშვნელოვან ატრიბუტს: 7 ადგილიან სალონს, კომფორტს, კარგ მართვადობას, უსაფრთხოებას და განსაკუთრებულად ჩუმ ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატს (სრული ამძრაობით 248 DIN ცხ.ძ.) . ტოიოიტას TNGA-K პლატფორმის არქიტექტურის წყალობით, მოცულობით საკმაოდ დიდი ჰაილენდერი გამოყოფს საგრძნობლად მცირე რაოდენობით გამონაბოლქვს. ჰაილენდერ ჰიბრიდი გვთავაზობს საწვავის საოცრად ეკონომიურ მოხმარებას 6,6 ლიტრიდან 100კმ-ზე და CO2-ის გამოყოფის ისეთ დაბალ მაჩვენებელს, როგორიცააა 153გ/კმ-ზე - ეს არის საუკეთესო თანაფარდობა სეგმენტში არსებულ თვითდამუხტვად და შიგა წვის ავტომობილებს შორის.

მეოთხე თაობის ჰიბრიდული ელექტროძრავა, ჰაილენდერს აძლევს რბილი და მძლავრი აჩქარების შესაძლებლობას და 125 კმ/სთ სიჩქარემდე სრულად ელექტროძრავით მოძარაობის საშუალებას. ასევე, აქვს რა 2 ტონის ბუქსირების შესაძლებლობა, ის საუკეთესოდ ერგება ამ სეგმენტის მომხმარებლის ყველანაირ საჭიროებას.

hl-dashboard-hv-20-1615448290.jpg

ჰალენდერ ჰიბრიდი აერთიანებს პრემიუმ კლასის ურბანული SUV-ის გლუვ, დინამიკურ და დახვეწილ სტილს, სრული ამძრაობის სიმძლავრესა და გამძლეობასთან.

7 ადგილიანი საოჯახო SUV-ის ინტერიერის დიზაინი პრაქტიკული, გამძლე და ერგონომიულია, რაც ქმნის კომფორტულ და პრემიუმ გარემოს თითოეული მგზავრისთვის.

მეოთხე თაობის ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგარტი აერთიანებს 2,5 ლიტრის მოცულობის ატკინსონის ციკლის ჰიბრიდულ დინამიკურ ბენზინის ძრავსა და წინა და უკანა ელექტრო ძრავებს.

უკანა ელექტრო ძრავა აღჭურვილია ტოიოტას SUV-ს AWD-i (All-Wheel Drive-intelligent) ელექტრული მართვის სისტემით და მისი ენერგიის წყარო არის ნიკელ-მეტალ ჰიდრიდის ჰიბრიდული აკუმულატორი, რომელიც მდებარეობს მეორე რიგის სავარძლების ქვეშ.

ჰაილენდერის TNGA-K პლატფორმის არქიტექტურა უზრუნველყოფს ავტომობილის მსუბუქ და მტკიცე კარკასს. ის კი თავის მხრივ, სიმძიმის დაბალ ცენტრთან, მაკფერსონის დახვეწილ წინა და უკანა სავალი ნაწილების დაკიდების სისტემასა და მაღალი სიმტკიცის საჭესთან ერთად, ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ანიჭებს ჰაილენდერ ჰიბრიდს კომფორტული და თავდაჯერებული მანევრირების შესაძლებლობას.

ჰაილენდერ ჰიბრიდის AWD-i (All-Wheel Drive-intelligent) იყენებს ახლად შექმნილ უკანა ხიდის გამანაწილებელს, რათა მაქსიმუმამდე გაზარდოს მაბრუნი მომენტი უკანა თვლებზე.

hl-top-shot-hv-2-seats-up-20-1615448303.jpg

უკანა ძრავის სიტემა გამოიმუშავებს 121 ნიუტონ მეტრ მაბრუნ მომენტს და შეუძლია გადასცეს 1300 ნიუტონ მეტრი უკანა თვლებს, რაც აუმჯობესებს ავტომობილის აჩქარებას დაძვრისას და მოლიპულ გზაზე მოძრაობის პირობებში, კომფორტზე, ეკომახასიათებლებზე და საწავავის ეკონომიაზე გავლენის გარეშე.

ჰაილენდერ ჰიბრიდის კარკასის და ძარის დიზაინი უზრუნველყოფს ავტომიბილის გაუმჯობესებულ აეროდინამიკას. წინა ბამპერის, უკანა საყრდენის, ფრთების და სახურავის სპოილერის განახლებული ფორმა ავტომობილის გადაადგილებისას მაქსიმალურად არბილებს ჰაერის შემხვედრი ნაკადების ზემოქმედებას.

ახალი ჰაილენდერ ჰიბრიდი აღჭურვილია ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის უახლესი კომპლექტით, რომელიც შექმნილია, რათა მაქსიმალურად შეამციროს საგზაო შეჯახებების შესაძლო რისკი.

ჰაილენდერის უსაფრთხოების სისტემა მოიცავს: შეჯახების საწინააღმდეგო სისტემას (Pre-Collision System (PCS)), ადაპტაციური კრუიზ კონტროლს (ACC); ხაზში მოძრაობის დამხმარე სისტემას(LTA), ხაზის გადაკვეთის სასიგნალო სისტემას (LDA) და ავტომატური შორი განათების სისტემას.

მოდელის შეძენა უკვე შეგიძლიათ ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.

ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე და საკუთარ თავზე შეიგრძენით ამ საოცარი ავტომობილის მართვით მონიჭებული სიამოვნება.

(R)