პალმის ზეთის ფასმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მზარდი მოთხოვნისა და მიწოდების ნაკლებობის გამო პალმის ზეთზე ფასი ზრდას განაგრძობს. 2008 წლის შემდეგ ამ პროდუქტზე ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია - წერს Trading Economics.

ოთხშაბათს მალაიზიის პალმის ზეთის ფიუჩერსებზე კვოტირებებმა ტონაზე 3975 რიგიტი (968 აშშ დოლარი) შეადგინა.

მალაიზიის პალმის ზეთის მწარმოებელთა საბჭოს ცნობით, თებერვალში მარაგები, წინა თვესთან შედარებით, 1,8%-ით შემცირდა და დღეს ის ბოლო სამი თვის მინიმუმზეა დასული. 1,85%-ით შემცირდა ზეთის წარმოებაც, რაც უკვე მეხუთე თვეა, კლებას განიცდის.

მალაიზია პალმის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში.

კოკა კვირკველია