ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს ტვირთს, რისკის პროგრამის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11203 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11203 ლარი შეეფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.