Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3228 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3228 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3215 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 10 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3238 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9537 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.