განცხადებების წამყვანი ელექტრონული პლატფორმა საქართველოში - SS.ge, მომხმარებლებს ყიდვა-გაყიდვის განახლებულ რუბრიკას - SS.ge/market-ს სთავაზობს.
პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით მტკივნეული, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აღმოჩნდა. განახლებული SS.ge/market-ი მათ საშუალებას მისცემს, განათავსონ განცხადებები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ამასთან, საიტის ახალი დიზაინი უფრო მსუბუქია, რაც თავის მხრივ, ამარტივებს პროდუქტის განთავსებას. SS.ge მზადაა, მცირე მეწარმეებისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღებად, თავისივე რესურსით, დაეხმაროს მათ რეკლამირებაში, რომ საკუთარი პროდუქტი მაქსიმალურად მარტივად მიიტანონ მომხმარებლებამდე.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, SS.ge-ს ყიდვა-გაყიდვის რუბრიკა განსაკუთრებით ინტერესს იწვევდა იმ კატეგორიის მომხმარებლებში, ვინც ეძებს ისეთ ნივთებს, რომლებიც იყიდება სახლიდან. ეს შეიძლება იყოს ნივთი, რომელიც გამორჩეულია დიზაინით, ისტორიით ან სხვა ნიშნით. ასევე, პოპულარულია მეორადი მოხმარების ნივთის გაყიდვა მესაკუთრის მიერ, ალტერნატიული ნივთის შეძენის მიზნით.
საიტის ახალი დიზაინი, ასევე, კომფორტულს ხდის ნივთის მოძიების პროცესს, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, რომ მარტივად შეარჩიონ მათთვის საინტერეოსო ნივთები.
როგორც SS.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ ჯაფარიძემ აღნიშნა, SS.ge/market-ი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სიახლით. SS.ge-ს გუნდი კვლავ აგრძელებს მის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას და ეტაპობრივად, კიდევ ბევრ სხვა სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დისტანციური დათვალიერების პრაქტიკამ, რომლიც SS.ge-მ პირველად უძრავი ქონების ბაზარზე დანერგა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და მალე, ეს შესაძლებლობა SS.ge/market-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
„სიტყვა და საქმე“ ტრადიციულად, ინფორმაციის გავრცელებისა და მოძიების ყველაზე მოხერხებულ და მარტივ ფორმას ქმნიდა. სწორედ მოხერხებულობა და სიმარტივეა ის მთავარი შესაძლებლობები, რასაც SS.ge/market-ი აძლევს მცირე მეწარმეებს და ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს.