თამარ გაბუნია - ვაქცინაცია დაიწყება მალევე, როგორც კი ვაქცინას მივიღებთ, 15 მარტის კვირაში

ვაქცინაციაცია დაიწყება მალევე, როგორც კი ვაქცინას მივიღებთ, 15 მარტის კვირაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია აცხადებს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინის დოზები შემოვა, გამოცხადდება რეგისტრაცია და რიგების მართვის მოდული.

„ვაქცინაციაცია დაიწყება მალევე, როგორც კი ვაქცინას მივიღებთ, 15 მარტის კვირაში. განაწილდება ვაქცინა დიდ ქალაქებში და დიდ რაიონულ ცენტრებში. სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული იმ რაიონულ ცენტრებში მოხდება დანაწილება პირველ ეტაპზე. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი, როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება. ასევე დაიწყება და გაცხადდება რეგისტრაცია და რიგების მართვის მოდული, რაზეც დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ მედიასაშუალებებით, როგორც კი ვაქცინა დაეშვება აეროპორტში და დოზები გვექნება.

ყველა სამედიცინი პერსონალი იქნება ინფორმირებული, თუ როდის უნდა მივიდეს, რა ადგილზე, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. მოხდება მეორე ვიზიტის დაგეგმაც. ჩვენ მარტის ბოლომდე რა რაოდენობასაც მივიღებთ, საკმარისია, რომ სრულად აიცრას სამედიცინო პერსონალი, 57 ათასი ადამიანი არის სამედიცინო პერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.