მსოფლიო ეკონომიკა პანდემიურ ვარდნას მოლოდინზე უფრო სწრაფად უმკლავდება - OECD

უახლოეს წლებში მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზშია ნათქვამი. მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო მოლოდინზე უფრო სწრაფად უმკლავდება პანდემიას. ვაქცინაციამ, მხარდაჭერის ახალმა საბიუჯეტო პაკეტებმა და პანდემიასთან საერთო ბრძოლის ეფექტიანობამ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შესაძლოა, 5.6%-ით დააჩქაროს. ეს წინა წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით 1.4%-ით მეტია, ხოლო 2022 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი 4%-ით დაჩქარდება. 2020 წლის 3.5%-იანი პანდემიური დაცემა მიმდინარე წლის შუა პერიოდში გადაილახება.

აშშ-ს ახალი ფისკალური პაკეტის მიღება და დაჩქარებული ვაქციანაცია მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდის ტემპს შტატებში 6.5%-მდე გაზრდის, 2022-წლს კი - 4%-მდე.

ევროზონაში 6,8%-იანი პანდემიური დაცემის შემდეგ წელს ეკონოიკური ზრდის ტემპი 3.9%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 3.8%-ით.

ევროპის ქვეყნებში წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

გერმანიაში - 3%-მდე; საფრანგეთში - 5.9%-მდე; იტალიაში - 4.1%-მდე; ესპანეთში - 5.7%-მდე. დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.1%-ით გაიზრდება.

განვითარებად ქვეყნებს შორის წლევანდელი ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი ინდოეთს ექნება: 7,6%-იანი პანდემიური დაცემიდან 12,6%-მდე ზრდა; ჩინეთს შარშანდელი 2.3%-დან 7.8%-მდე. თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.9%-ით გაიზრდება; მექსიკის - 4.5%-ით (8.5%-იანი დაცემის შემდეგ); ბრაზილიის - 3.3%-ით (4.4%-იანი დაცემის შემდეგ); სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 7.2%-იანი დაცემის შემდეგ მშპ 3%-ით გაიზრდება.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლით რუსეთი გამოირჩევა: 3.6%-იანი დაცემის შემდეგ რუსული ეკონომიკა მხოლოდ 2.7%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 2.6%-ით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ