YouTube-ზე შესაძლოა, უცხოელი ბლოგერების კონტენტი დაიბეგროს

კომპანია Google-ის მიერ გავრცელებული ცნობით, კომპანიამ შესაძლოა, უცხო ქვეყნების YouTube-ბლოგერებს აშშ-ს სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადი დაუწესოს. გადასახადი დაედება იმ ბლოგერებს, რომლებმაც მოგება YouTube-ის ამერიკაში კონტენტის ნახვების შედეგად მიიღეს. ამაში იგულისხმება YouTube Premium სერვისის რეკლამების ნახვებით მიღებული შემოსავალიც.

Google ბლოგერებისგან 31 მაისამდე საგადასახადო ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რაც მათ სარეკლამო სერვის Google Adsense-ში უნდა წარადგინონ.

საშემოსავლო გადასახადის ოდენობა განისაზღვრება 0-დან 30%-მდე, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, აქვს თუ არა უცხო ქვეყანას აშშ-სთან დადებული შეთანხმება გადასახადების ორმხრივად დაწესების გამორიცხვის შესახებ. ამ შემთხვევაში ასეთი ქვეყნის მოქალაქე ბლოგერები არ დაიბეგრებიან.

სხვა შემთხვევებში, თუკი 31 მაისამდე ბლოგერები Google Adsense-ში საგადასახადო ინფორმაციას არ წარადგენენ, 24%-იანი გადასახადი დაედება არამარტო ბლოგერის იმ შემოსავალს, რაც მიღებული აქვს YouTube-ზე ამერიკული ნახვებით, არამედ YouTube-ის მთლიანი ნახვების შემოსავლებით დაგროვილ თანხას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ