„კარფური“, როგორც ბრენდი, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მომხმარებელს წლების განმავლობაში შეუდარებელ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს.
კარფურის ქსელში მომხმარებელს 40 000-მდე სახეობის პროდუქტის შეძენის საშუალება ეძლევა. არსებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს შორის, აღსანიშნავია კარფურის ექსკლუზიური პროდუქცია, გამორჩეული მახასიათებლებით.
1. პროდუქციის ძირითადი ინგრედიენტების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
2. უშუალოდ პროდუქტის ხარისხი: იქნება ეს გემო, წარმოება, ხელოვნური დანამატების არარსებობა, კვებითი ღირებულების ყურადღებით განხილვა და ა.შ.
3. პროდუქტის უსაფრთხოება, რადგან „კარფურის“ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი შემოწმებულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქციისათვის ინგრედიენტები მთელი მსოფლიოდან შემოდის, ძირითადად ევროპიდან, წყაროების და ხარისხის მკაცრად მითითებებით.
გემოვნებისა და საჭიროების მიუხედავად, „კარფურში“ ყოველთვის და ყველასთვის მოიპოვება ისეთი რამ, რაც თითოეულ მომხმარებელს სახეზე ღიმილს მოჰგვრის.
ბრენდის ასორტიმენტში ასევე შედის ნამდვილი ფრანგული პროდუქტები, 2000-მდე სახეობა, დამზადებული ფრანგული ინგრედიენტებისგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარფურის "Reflets de France" პროდუქტები, რომელიც გამოირჩევა იშვიათი და სრულყოფილი ხარისხით.
Carrefour Bio ასორტიმენტი გთავაზობთ ორგანულ პროდუქტებს, რომლის წარმოებაც ბრენდმა 1997 წელს დაიწყო, დამატებითი მავნე ქიმიკატების გამოყენების გარეშე.
გარდა ამისა, „კარფური,“ როგორც განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც ზრუნავს გარემოზე, ასევე გთავაზობთ EcoPlanet- ის ასორტიმენტს. იგივე მთავარი პრინციპის გათვალისწინებით, ის მომხმარებელს სთავაზობს შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტს, რომელიც ინარჩუნებს როგორც ინგრედიენტების ავთენტურ გემოს, ასევე ზრუნავს პლანეტაზე.
ვინაიდან ბრენდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მომხმარებლის გემოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა, კარფური ასევე ზრუნავს მათზე, ვისაც დიაბეტი, გლუტენის ან ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს და სთავაზობს მათ პროდუქტებს შაქრის გარეშე, ან შაქრის მცირე შემცველობით, ასევე პროდუქციას გლუტენის გარეშე და სხვა ჯანსაღ ალტერნატივებს.
აღსანიშნავია რომ, 10 მარტიდან - 23 მარტამდე კომპანიის მაღაზიათა ქსელში კარფურის პროდუქტების დღეები იქნება! სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წამყვანი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ამ პერიოდშიც, ტრადიციულად, მომხმარებელს სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზებს სთავაზობს.
უფრო მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კარფურის პროდუქტები ხელმისაწვდომი იქნება MyClub- ზე, ბრენდის სპეციალურ დაგროვების პროგრამაში:
კარფურის სასმელების სრული ასორტიმენტი მთელი თვის განმავლობაში - 1 ლარი = 1 ქულა; მიიღეთ 1 ქულა 1 ლარად!
სუპერ შეთავაზება MyClub-ზე, ორმაგი ქულა კამპანიის მთელი პერიოდის განმავლობაში შემდეგი პროდუქტებისთვის:
o ყავა
o მზა საუზმე
o მარშმალოუ
o სარეცხი სითხე
o სამზარეულოს პირსახოცი
o ტუალეტის ქაღალდი
ლოიალურობის პროგრამა MyCLUB, ბრენდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შოპინგის დროს მიიღონ და დააგროვონ ქულები.
MyCLUB საქართველოში 2019 წელს დაარსდა, „კარფურის“ მეშვიდე იუბილეზე, როდესაც ბრენდმა გადაწყვიტა, დაეჯილდოვებინა ერთგული მომხმარებლები მათთვის უნიკალური დაგროვების პროგრამის შექმნით, ქულების დაგროვებისა და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობებით.
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულა ამ პროგრამაში, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია Carrefour Georgia–ს აპლიკაციით Google Play Store– სა და Apple– ის App Store– ში.
დააგროვე მეტი ყოველდღე! - ეს არის MyCLUB- ის მთავარი მოტო.
ხოლო „კარფურის“ მიზანი უცვლელი რჩება. მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.
(R)