მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 94.6 მილიონს შეადგენს.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.