საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა.
"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 26 700 ტესტი ჩატარდა.