Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3240 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 11 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3241 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9770 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.