Strategy Analytics- მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წელს გლობალურად, მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების 71% ხელოვნური ინტელექტით იწარმოება.
“სმარტფონის მწარმოებლები მოწყობილობებზე AI-ს (ხელოვნურ ინტელექტს) სულ უფრო ხშირად იყენებენ. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება სმარტფონის სხვადასხვა მახასიათებლებში, როგორიცაა ენერგიის ინტელექტუალური ოპტიმიზაცია, გამოსახულების დამუშავება, ვირტუალური ასისტენტებისთვის და მოწყობილობის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ხელოვნური ინტელექტის წყალობით Siri და Google Assistant უფრო ჭკვიანი და მოხერხებულები გახდნენ თავის სფეროში. თუ 2021 წელს სმარტფონების 80%-ზე მეტს ეყოლება ვირტუალური დამხმარეები, 2025 წლისთვის მათი წილი 97%-მდე გაიზრდება“ - წერს Strategy Analytics.
მოწყობილობაში ხელოვნური ინტელექტი მუშაობს ფიზიკურ ბირთვებზე, ისინი იყენებენ ალგორითმებს AI გამოთვლის მრავალ პროცესორზე (CPU, GPU და DSP).
”AI ფიზიკის ბირთვებს უფრო მეტი უნარი აქვთ, რომ გაუმკლავდნენ რთულ გამოთვლებს“ - ამბობს უილ პეტერი.