15 მარტიდან დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.
N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა. N37 მარშრუტს კი ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრასპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N32, N43, N46, N52, N70, N72, N79, N94, N121 და N345 საავტობუსე ხაზებზე.
დედაქალაქის ავტოპარკი ჯამში, 597 ავტობუსით განახლდა.