გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ უნგრეთში

უნგეთთან ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2019 წელს საქართველომ უნგეთიდან 45,694 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 47,228 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წელს საქართველომ უნგრეთში 1,177 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიტანა, ხოლო 2020 წელს 1,405 მლნ აშშ დოლარის.

2020 წელს უნგრეთდან იმპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 31 856 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 2,161 მლნ აშშ დოლარი
  • ცოცხალი შინაური ფრინველი - 1,314 მლნ აშშ დოლარი
  • ფარმაცევტული პროდუქცია (მოხსენიებული მოცემული ჯგუფის 4 შენიშვნაში) - 1,196 მლნ აშშ დოლარი
  • სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებისაგან - 839,1 ათასი აშშ დოლარი
  • ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები - 695,9 მლნ აშშ დოლარი
  • ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 669,7 ათასი აშშ დოლარი
  • ორთოპედიული სამარჯვები; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 582,2 ათასი აშშ დოლარი
  • მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა - 510,3 მლნ აშშ დოლარი
  • ძმრის დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი ბოსტნეული - 503,5 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • საფრენი აპარატების ნაწილები - 266,5 ათასი აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 220,6 ათასი აშშ დოლარი
  • ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - 128,4 ათასი აშშ დოლარი
  • აპარატურა რადიოლოკაციური, რადიონავიგაციური და დისტანციური მართვისათვის - 105,2 ათასი აშშ დოლარი
  • დაუმუშავებელი ალუმინი - 61, 8 ათასი აშშ დოლარი
  • მანგანუმის ოქსიდები - 55,4 ათასი აშშ დოლარი
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 49,9 ათასი აშშ დოლარი
  • სპეციალური დანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები - 49,4 ათასი აშშ დოლარი
  • ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის - 43,2 ათასი აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 40,8 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური