სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს გაუთვალისწინებელმა ხარჯმა ან ჯარიმამ შეიძლება მთელი გეგმები აგირიოთ და სულ მცირე, თქვენს განწყობაზე ცუდად აისახოს. მსოფლიოში უამრავი ისეთი წესი არსებობს, რომელიც საქართველოში შეიძლება სასაცილოდ აღიქმებოდეს, თუმცა საინტერესოა, სად იკრძალება თოლიების გამოკვება? ავტომობილის ღია ფანჯრებით დატოვება და ა.შ.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ჯარიმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:
კანადა: მანქანის პარკიგზე დატოვება ღია ფანჯრებით - ჯარიმა 64 დოლარი
კანადის მოქმედ კანონში წერია, რომ „საზოგადოებრივ ადგილებში გაჩერებულ მანქანებს ხელის მტევნის სიგანეზე მეტად ფაჯრები არ უნდა ჰქონდეთ ჩამოწეული“. წინააღმდეგ შემთხვევაში 64 დოლარის ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. იგივე კანონი მოქმედებს ავსტრალიაშიც.
დიდი ბრიტანეთი: თოლიების კვება - ჯარიმა 140 დოლარი
თოლიებს აგრესიულ ფრინველებად ხშირად მოიხსენიებენ. ისინი საკვების გამო ტურისტებს და ვიზიტორებს მართლაც ხშირად “ესხმოდნენ თავს.“ ამის გამო გაერთიანებული სამეფოს ტურიზმის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ფრინველების ქცევა ტურისტებს აფრთხობდა. 2005 წელს კანონით დაწესდა აკრძალვა თოლიების გამოკვების შესახებ. ჯარიმა 140 დოლარის ოდენობისაა.
დანია: დღის განმავლობაში გამორთული ფარებით გადაადგილება - ჯარიმა 162 დოლარი
დანიაში მძღოლებს ფარები მაშინც კი უნდა ჰქონდეთ ანთებული, როცა დღეა და მზიანი ამინდია. კვლევამ აჩვენა, რომ ანთებული ფარებით გადაადგილებამ საგზაო შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.
ესპანეთი: ავტომობილის მართვა წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში - ჯარიმა 240 დოლარი
როგორც წესი, ესპანეთი წლის ნებისმიერ მონაკვეთში სავსეა ტურისტებით. ამის გამო ხელისუფლებამ დააწესა უცნაური აკრძალვა. იმისთვის, რომ ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ავტომობილის წელს ზემოთ შიშველი მართვისას დიდი ოდენობის ჯარიმა დაწესდა. ჯარიმა 200 დოლარს აღემატება.
იტალია: პირსახოცის დატოვება სანაპიროზე - ჯარიმა 240 დოლარი
ტოსკანას სანაპიროდან სარდინიამდე არსებულ პლაჟებს მთავრობა მკაცრად აკონტროლებს. საქმე იმაშია, რომ საუკეთესო ადგილების “დასაჯავშნად“ ტურისტები ღამით პლაჟზე პირსახოცებს ტოვებდნენ, რაც დიდ დისკომფორტს იწვევდა. ასეთი ქცევა დღეს მკაცრად კოტროლდება და ურჩ ტურისტს დიდი ჯარიმის გადახდაც უწევს.
სინგაპური: უარის თქმა ტუალეტის ჩარეცხვაზე - ჯარიმა 376 დოლარი
საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენება და ჰიგიენის დაცვა სინგაპურში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვინც არ გაწმენდს საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, დაჯარიმდება 376 აშშ დოლარით.
ავსტრალია: დიდი რაოდენობით კარტოფილის გადატანა მანქანით - ჯარიმა 3,880 აშშ დოლარამდე
ავსტრალიაში, დიდი რეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალაში შესული საკვები რეგულაციების ფარგლებში, დაწესდა შეზღუდვები ავტომობილით კარტოფილის გადატანაზე. თუ ლიცენზიის გარეშე 50 კილოგრამზე მეტი ოდენობის კარტოფილი გადაგაქვთ, შესაძლოა, დაჯარიმდეთ.
სინგაპური: სხვის Wi-Fi ქსელთან დაკავშირება - ჯარიმა 7,500 დოლარი
სინგაპურში უფასო ინტერნეტით სარგებლობის გამო სხვის Wi-Fi ქსელთან დაკავშირებას არ გირჩევთ. აღნიშნული ქმედება ითვლება ჰაკერობად და კიბერ უსაფრთხოების კანონის შესაბამისად ადრესატს ჯარიმა ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ეკისრება.
ჩინეთი: ორზე ბავშვზე მეტის გაჩენა - ჯარიმა 49 500 აშშ დოლარი
1979 წელს ჩინეთმა შეიმუშავა მკაცრი “ერთი შვილის პოლიტიკა“, რომლის თანახმადაც თითოეულ ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის ყოლა შეეძლო. ოთხი წლის წინ ლიმიტი შეიცვალა და ორამდე გაიზარდა. ოჯახებს სურვილის შემთხვევაში მესამე და შემდეგი შვილების გაჩენა შეუძლიათ, მაგრამ, ამისთვის დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
(წყარო: lovemoney.com)