იმერეთში სასათბურე და შოკური გაყინვის სამაცივრე მეურნეობის მასშტაბური პროექტი დაიწყო

ახალი და გაყინული ხილის, ასევე ბოსტნეულის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ GlenBerries ახალი პროექტი დაიწყო. კერძოდ, კომპანია ხონის მუნიციპალიტეტში 117 ჰექტარზე სათბურს, ასევე შოკური გაყინვის სამაცივრე მეუნეობას აშენებს.

როგორც GlenBerries-ის თანადამფუძნებელმა რაფიელ მაღაალშვილმა east fruit-თან საუბრისას განაცხადა, კომპანიას უკვე შეძენილი აქვს შესაბამისი მიწის ნაკვეთი. ამასთან, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად, 2021 წელს დაგეგმილია სათბურის აღჭურვა (52 ჰექტარზე) და მეორე უფრო დიდი საწარმოს მშენებლობა. პროექტის ჯამური ღირებულება კი (წინასწარი შეფასებით), 30 მლნ ლარს შეადგენს.

ცნობისათვის, GlenBerries– მა მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წელს გახსნა საწარმო, რომელიც ყოველწლიურად 1200 ტონა ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობაში შენახვას გულისხმობს. შოკური გაყინვის აპარატურით შესაძლებელია ყოველდღიურად 10 ტონა პროდუქტის დამუშავება.

g5-768x383-1615558808.png

იმავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რამდენიმე სოფელში მდებარეობს კომპანიის სხვა მიწები, სადაც როგორც სათბურში, ისე ღია მინდორში ბაღის მარწყვი და სხვადასხვა ბოსტნეული იწარმოება. ამჟამად მარწყვისთვის სულ 31 ჰექტარია გამოყოფილი, ბოსტნეულისთვის კი, დამატებით რამდენიმე ჰექტარი. პარალელურად, სათბურის მშენებლობა კიდევ 10 ჰექტარზე მიმდინარეობს.

კომპანიის მიერ დამუშავებული, გაყინული ხილისა და ბოსტნეულის თითქმის 100% ექსპორტზე გადის. ძირითადი საექსპორტო ბაზრები აშშ და ისრაელია.

”2020 ძალიან ცუდი წელი იყო ჩვენთვის. ბუნებრივია, წარმოებისთვის მხოლოდ ჩვენი ნედლეული არ არის საკმარისი და მათ ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ. გასულ წელს ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი ხარისხისა და რაოდენობის ნედლეულის შეძენა, რათა აშშ-დან და ისრაელიდან წამოსული ყველა შეკვეთა დაგვეკმაყოფილებინა. ამ ქვეყნებთან ჩვენ გრძელვადიანი თანამშრომლობა დავამყარეთ. აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვეცდებით გავაფართოვოთ საკუთარი ნედლეულის ბაზა და სწორედ ამ ამოცანის შესასრულებლად ვაშენებთ 10 ჰექტარზე ახალ სათბურებს შიდა ქართლში, რაც ძალიან მალე მზად იქნება. წელს იმერეთში 52 ჰექტარის განვითარებას ვგეგმავთ, ”- განაცხადა რაფიელ მაღალაშვილმა.

ისივე თქმით, გაყინული ბაღის მარწყვზე მაღალი საექსპორტო მოთხოვნის გამო, ახალი ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ, 117 ჰექტარი, სპეციალურად ამ კულტურისთვის გამოიყოფა.

g8-391x260-1615558828.png

”ჩვენ მოცვისაც ვაწარმოებთ - გაყინული მოცვი ასევე ძალიან მოთხოვნადია, ხოლო ახალი კენკრა ადგილობრივი ბაზრისთვის ძვირია. გარდა ამისა, ახალ ტერიტორიაზე ბოსტნეულის, კერძოდ, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ისპანახის და სხვა კულტურების მოყვანასაც ვგეგმავთ ”, - განაცხადა რაფიელ მაღალაშვილმა.

g1-480x320-1615558839.jpg

ნინი ქეთელაური