დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით იმუშავებენ.

შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აქამდე მოლები და ბაზრობები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობდნენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.