ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მივიღეთ, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა. პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია“, - აცხადებს ღარიბაშვილი.