ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს.
როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყებას ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, რათა შესაძლო საფრთხეების მინიმიზაცია მოხდეს.
„შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება. დღეს 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს საშუალება მიეცემა, დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება. უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენ მათთან გვექნება ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ, ხარისხის განსაზღვრას და ყველა იმ საფრთხის მინიმიზაციას, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში დადგეს“,- განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დღეს შემოვიდა.