Telegraph: ბრიტანეთი  მომდევნო 4 წელიწადში შეიარაღების მოდერნიზებაზე 11 მლრდ დოლარის დახარჯვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 80 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (11 მლრდ აშშ დოლარს) დახარჯავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის სამხედრო შეიარაღების მოდერნიზებაზე. როგორც გაზეთი The Daily Telegraph-ი ავრცელებს ინფორმაციას, ამ მიმართულებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების მოცულობამ მომდევნო 10 წელიწადში შესაძლოა, მიაღწიოს 200 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (278 მლრდ დოლარი).

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე საომარი პირობებისადმი ადაპტაციის პირობებში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს მის ხელთ არსებული შეიარაღების მოდერნიზებას, განსაკუთრებით ეს შეეხება სახმელეთო შეიარაღებას. გარდა ამისა, ლონდონის გეგმაშია შეწყვიტოს ბირთვული ქობინების შემცირების არსებული პროგრამა და დაიწყოს მისი რაოდენობის გაზრდა. The Daily Telegraph-ის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანა ფლობს 180- ბირთვულ ქობინს.

გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ლონდონის მზაობა გაზარდოს ბირთვული პოტენციალი განპირობებულია ჩინეთის მხრიდან ბირთვული არსენალის ზრდით. მანამდე კი თავდაცვის უწყებაში ისიც თქვეს, რომ აპირებდნენ ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების სისტემის Trident-ის განახლებას, რომლითაც არის აღჭურვილი წყალქვეშა გემები - Vanguard. თავად ეს ხომალდებიც შეიცვლება უკვე 2030 წლისთვის Dreadnought ტიპის ხომალდებით.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ასევე აპირებს ე.წ. თვითმკვლელი დრონების შეძენასაც. მათი განცხადებით, ბრიტანეთი შეშფოთებულია ამ ტიპის იარაღის გამოჩენით ირანისა და რუსეთის შეიარაღებაში.

კოკა კვირკველია