კომპანია Tesla-ს ერთ-ერთმა ინვესტორმა კომპანიის დირექტორებისა და მისი ხელმძღვანელის ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, ილონ მასკის ტვიტების გამო, სოციალურ ქსელ Twitter-ში. ამის შესახებ ინფორმაციას, ავრცელებს სამართლებრივი ვებ-გვერდი Bloomberg law.
„მასკის არაკორექტულმა ქმედებებმა და კომპანიის უუნარობამ წესებისადმი მორჩილების კონტროლზე, კომპანიას მილიარდობით შემოსავალი დააკარგვინა საბაზრო კაპიტალიზაციაში“ - ნათქვამია სარჩელში.
მომჩივანის აზრით, რომელმაც საჩივარი დელავერის შტატის სასამართლოში შეიტანა, მასკის ტვიტები კომპანიას რისკის ქვეშ აყენებს და ზრდის მისი ვალების ტვირთს, ასევე არღვევს მის არსებით შეთანხმებას ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიასთან, რომლის თანახმად, მისი აქტიურობა სოციალურ ქსელებში კომპანიის საკითხებზე უნდა იყოს „წინასწარ შეთანხმებული“.
საჩივარში აღნიშნულია, რომ დირექტორთა საბჭო არ აკონტროლებს მასკის საჯარო საქციელს სოციალურ ქსელებში, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ დაურღვევია აღნიშნული შეთანხმება. მოსარჩელე თვლის, რომ კომისიასთან შეთანხმება მასკმა პირველად 2019 წელს დაარღვია და ამის შემდეგ აგრძელებს ტვიტვას წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ცნობისთვის, 2018 წელს მასკმა აიღო ვალდებულება კომისიასთან, რომ არ გასცემდა Tesla-სთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას „წინასწარი შეთანხმების“ გარეშე.