Renault-მა ლოგო შეცვალა

ფრანგულმა საავტომობილო კომპანიამ Renault წარმოადგინა ბრენდის ახალი ლოგო. მისი ფორმა რჩება უცვლელი - რომბი კვლავ ბრენდის სიმბოლოდ რჩება 1925 წლიდან მოყოლებული.

პირველად ახალი ლოგო კომპანიამ სტრატეგია „რენოლუციას“(Renaulution) პრეზენტაციაზე გვიჩვენა. პირველი მოდელი, რომელიც ამ ტიპის ლოგოთი გამოვიდა, გახდა კონცეპტი Renault 5 Prototype. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მოდელის მიმართ პოზიტიურმა შეფასებებმა ხელმძღვანელობა დაარწმუნა ახალი ლოგოს უკვე ოფიციალურად დამტკიცებაში და ის ყველა ახალ ავტომობილზე ეტაპობრივად გამოჩნდება.

„ჩვენი რომბი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოა ავტომობილების სამყაროში. ეს არის მარტივი გეომეტრიული ფიგურა მკაფიო ინდივიდუალობით. ჩემ წინაშე იყო დავალება გაგვეახლებინა ის, რითაც უნდა მიგვეცა მისთვის ახალი აზრი და თანამედროვე ღირებულებები, რომელი მიმართულებითაც ვაპირებთ განვითარებას.“ - აცხადებენ კომპანიაში.

Renault-ს არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე შეუცვლია საფირმო სტილი. თუმცა, რომბის ფორმის გეომეტრიული ფიგურა მასში უცვლელია 1925 წლიდან და ის ბრენდის სიმბოლოდ ითვლება. ამ გეომეტრიულმა ფიგურამ ლუი რენოს ყურადღება მაშინდელ ავტომობილებზე კაპოტების უჩვეულო ფორმით მიიპყრო. მას შემდეგ Renault-ს ლოგო რვაჯერ შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ლოგო გამოიცვალა კიდევ ერთმა ფრანგულმა ავტოგიგანტმა Peugeot, ხოლო უფრო ადრე ემბლემები განაახლეს General Motors-მა, KIA-მ, Nissan-მა, Volkswagen-მა, BMW-მ და Opel-მა — ისინი გახდნენ ორგანზომილებიანები და უფრო მარტივები, რაც არსებულ მსოფლიო ტრენდს შეესაბამება.

კოკა კვირკველია