ლონგრიდების ჟურნალისტიკა სისტემატიურად კარგავს აქტუალობას და ადგილს უთმობს ადაპტირებულ ჟურნალისტიკას - გზავნილებს, პოდკასტებს და სხვა ალტერნატიულ ფორმატებს - წერს პორტალი Axios. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ამ ტიპის ფორმატები უკეთ ესადაგება მედიამოთხოვნებსა და მოწყობილობებს, რომლებსაც ირჩევენ თანამედროვე მომხმარებლები. ამასთანავე, ასეთი ცვლილებები რედაქციებს მეტ შესაძლებლობებს აძლევს კრეატივისთვის, ხოლო მომხმარებლებს - კომფორტს.
სტრიმინგმა და სმარტფონებმა მოიტანა შესაძლებლობა გადაიფუთოს დიდი ამბები მკითხველისთვის უფრო კომფორტულ ფორმატში. ეს კი თავის მხრივ ცვლის რედაქციების ცხოვრების წესს მთელს მსოფლიოში, ვინაიდან მომხმარებლებს უკვე უბრალოდ არ სურთ იკითხონ გრძელი ტექსტები. გარდა ამისა, ლონგრიდები ხელს არ უწყობენ აუდიტორიის ყურადღების კონცენტრირებას სმარტფონის ეკრანზე.
ამ ტრენდზე წერს ასევე SimilarWeb: გასული წლის განმავლობაში გვერდების ნახვის საშუალო დრო შემცირდა 6,2%-ით, ხოლო გვერდების რაოდენობა, რომელსაც მკითხველი ერთი ვიზიტის დროს ათვალიერებს გვერდზე, 19,4%-ით.
„ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ ახალი ამბების გვერდებს, ისინი ნაკლებად ჩართულნი არიან კონტენტში. ეს მიგვანიშნებს, რომ მკითხველის ინტერესი გრძელი ტექსტებიდან შეიცვალა მოკლე და მარტივად აღსაქმელი ტექსტებისკენ“ - აცხადებს SimilarWeb-ის მარკეტინგული ინსაიტების ანალიტიკოსი ილანა მარქსი.
დღეისათვის გამოცემები იშვიათად ავრცელებენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს რაიმე სხვა ტიპის მულტიმედია მხარდაჭერის ან დამატებითი ელექტრონული გადამისამართების გარეშე. ზოგიერთები კი კიდევ უფრო კრეატიულად უდგებიან საქმეს:
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ტექსტების სარედაქციო სტანდარტები, არც ისე მარტივია მოაქციო ამ ახალი ფორმატების ქვეშ.
მაგალითად, გასულ წელს გაზეთმა The New York Times-მა აღიარა, რომ მისი პოპულარული აუდიოსერიალის Caliphate-ის დიდი ნაწილი არ ესადაგებოდა სარედაქციო სტანდარტებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დინ ბაკემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩვეულებრივ როცა გამოცემა წერს ღრმა და მასშტაბურ მასალებს, ის მთელ ინფორმაციას ამოწმებს დიდი ყურადღებით.
„ამ შემთვევაში კი ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია“ - აღიარა მან.