კოვიდ-შეზღუდვები, რომელიც დღეიდან იხსნება

დღეიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, 15 მარტიდან:

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
  • განახლდება სასკოლო წრეები;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.