მფრინავი ტაქსები, ავტომობილები მძღოლის გარეშე, კაფსულები - როგორი იქნება გადაადგილების უახლესი საშუალებები დუბაიში

ბოლო ათწლეულებია არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ქალაქი გახდა. ქალაქის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია - აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის, არსებობს გართობისა და დასვენების უამრავი საშუალება, ეწყობა მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლესი არმოჩენების პრეზენტაციები და სხვა.

დუბაის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი აჰმედ ბედროსიანი აცხადებს, რომ ქალაქში სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ ტურისტს ემსახურებიან (პანდემიამდე), შესაბამისად, დუბაის გადაადგილების თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო საშუალებები ესაჭიროება.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ქალაქის ტრამვაისა და მეტროს სისტემა გაფართოვდა, ამოქმედდა წყლის ტაქსები, გამოჩნდა უამრავი ელექტრომობილი და სხვა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და დუბაიში მალე შეიძლება ისეთი ტრანსპორტი ვიხილოთ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში თუ გვინახავს.

სწრაფი გადაადგილების კაფსულები

სწრაფი გადაადგილების კაფსულები მომავლის უსწრაფესი საშუალებაა, რომელიც ახლახანს ლას-ვეგასში, ნევადაში გამოსცადეს.

Euronews-ის ინფორმაციით, გადაადგილების ახალი საშუალება არაბთა გაერთიანებულ სამეფოში მალე დაინერგება და დუბაიდან აბუ-დაბიმდე 140 კილომეტრიანი გზის გავლას სულ რაღაც 12 წუთი დასჭირდება, მაშინ როდესაც ავტომობილით ამ გზის დაფარვას 1 საათზე მეტი დრო სჭირდება.

hyperloop-one-pod-2-1615708233.jpg

მფრინავი ტაქსი

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დუბაიში განხორციელდება, არის მფრინავი ტაქსები. ქალაქის ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის თქმით, დუბაი გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი მსოფლიოში, სადაც მფრინავი ტაქსებით ყოველდღიურად გადაადგილება შესაძლებელი გახდება.

dubai-flying-taxi-2-1615708264.jpg

ავტომატურად მართვადი ავტომობილები

ქალაქში ასევე დაგეგმილი ავტომატურად მართვადი ავტომობილების სისტემის დანერგვა, რაც ავტომობილით გადაადგილებას მძღოლის გარეშე გულისხმობს.

Euronews-ის ინფორმაციით, ასეთი ავტომობილებისთვის ქალაქში ცალკე სამოძრაო ზოლი მოეწყობა.

drive-1615708349.jpg

სხვა საშუალებები

ამას გარდა, ქალაქში მაქსიმალურად ცდილობენ მწვანე ენერგიაზე გადავიდნენ და საწვავი ნაკლებად გამოიყენონ. წლიდან-წლამდე დუბაი სულ უფრო მეტად ხდება ადაპტირებული ველოსიპედებითა და ელექტრო სკუტერებით გადაადგილებისთვის.

ასევე ქალაქში იზრდება ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების რიცხვიც.

ბექა ბერიაშვილი