კატალიზატორების ქურდები დააკავეს - ზარალი 750,000 დოლარია

აშშ-ის პოლიციამ დააკავა ბანდიტური დაჯგუფება, რომლებიც კატალიზატორებს იპარავდნედ. როგორც ირკვევა ისინი 1 წელიწადზე მეტია მოქმედებენ და ამ ხნის განმავლობაში ამ ძვირფასი მეტალის შემცველი ავტომობილის დეტალი სულ მცირე 250 ავტომობილიდან მოიპარეს. ზარალმა სულ ცოტა 750 ათასი დოლარი შეადგინა . ირკვევა, რომ ამ კრიმინალურ ბიზნესში ჩართული იყო ათობით ადამიანი.

ამერიკული პოლიციის მონაცემებით, მხოლოდ ლოს-ანჯელესის ოლქში კატალიზატორების ქურდობის შემთხვევები ბოლო 1 წელიწადში გაზრდილია ოთხჯერ. ბოროტმოქმედებმა ასობით ავტომობილი დააზიანეს და მათ შორის ყველაზე მეტად უპირატესობას ანიჭებდნენ Toyota Prius და სრული ზომის პიკაპებს.

განაგრძეთ კითხვა