დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
პაატა იმნაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო - იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველი აცრა „ევექსის“ კლინიკის ექიმს ზუგდიდში ჩაუტარდა.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვაქცინაცია სწორედ აღნიშნული ვაქცინით მიმდინარეობს.