დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65%, ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მონიტორინგისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, იმუნიზაციამ პანდემია უნდა დაასრულოს.
„მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პირველ ხაზზე იყვნენ ამ ერთი წლის განმავლობაში და დღესაც პირველ ხაზზე არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, აცრების, იმუნიაზიის დაწყების პროცესის.
ამ პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, ვინც მუშაობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რომ ქვეყანა მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს ამ პანდემიიდან.
დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65%, ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები“, - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.