საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 730 ტესტი ჩატარდა.