რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს.
შედეგად, განახლდა რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლის დაცვითაც მოუწევს ობიექტებს საქმიანობის განახლება. მათ შორის, რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში შესაბამი წესების დაცვა იქნება სავალდებულო:
ამასთან, როგორც შემუშავებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები იმგვარად უნდა იყო განთავსებული, რომ მათ შორის იყოს 2 მ-იანი დისტანცია დაცული. ხოლო თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით. იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, მაშინ ინვენტარი უნდა დაილუქოს.