თებერვალში საარსებო მინიმუმი 1.6 ლარით გაიზარდა და 197.2 ლარი გახდა

2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.6 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 195.6 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.8 ლარით არის შემცირებული. შარშან თებერვალში საარსებო მინიმუმი 199 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით 1.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 174.7 ლარი გახდა. იანვარში ეს თანხა 173.2 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან თებერვალში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 176.2 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი