ადგილობრივ ბაზარზე განადგურებული პროდუქტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, 2020 წელს 71 153 ცალი კვერცხი განადგურდა, რაც 118%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 32 632 ერთეულს შეადგენდა.
რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს 54 937კგ ხორცი და ხორცპროდუქტები განადგურდა, რაც 34,2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით. 2019 წელს 40 936 კგ კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები განადგურდა.
გასულ წელს განადგურებული სხვა მყარი სურსათის მოცულობა 11 734 კგ იყო. ეს მაშინ, როდესაც, 2019 წელს 4 746 კილოგრამს შეადგენდა. ხოლო, განადგურებული თხევადი სურსათის მოცულობა 2020 წელს 1 960 ლიტრი იყო, ხოლო 2019 წელს - 1 513 ლიტრი.