გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 122 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 354 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.25 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
ყველაზე მეტი - 107 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 მოსახლიდან მინიმუმ ერთი დოზა მიიღო 32.2-მა ადამიანმა. რაოდენობით, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც 52.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 3.7 ვაქცინირებულს უდრის.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 45.8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო 49.2 მილიონმა ადამიანმა, ვაქცინის ორივე დოზა კი მოსახლეობის 3.3 %- მა.