ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs-მა თავის კლიენტებს აცნობა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ეკონომიკის 8%-იან ზრდას მოელის. ამის შესახებ პორტალი Axios წერს.
„ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზი აშშ-ის მშპ-ს ზრდის შესახებ დაფუძნებულია საბიუჯეტო პოლიტიკის ბოლოდროინდელ ანალიზზე. შედეგად 2021 წლისთვის ველოდებით 8%-იან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო უმუშევრობის დონე წლის ბოლომდე შემცირდება 4%-მდე, 2022 წლისთვის - 3,5%-მდე, ხოლო 2023 წელს - 3,2%-მდე“, - ციტირებს ბანკის პორტალი.
ამ პროგნოზის გათვალისწინებით, Goldman Sachs-ის ექსპერტები მოელიან, რომ აშშ-ში 2023 წლისთვის ინფლაციის დონე 2,3%-ს მიაღწევს.
Axios წერს, რომ ეს პროგნოზი არის მეტად ოპტიმისტური და თითქმის ორჯერ აღემატება ამერიკული ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზებს, რის მიხედვითაც 2021 წელს აშშ-ის ეკონომიკა 4,7%-ით გაიზრდება, ხოლო გასული წლის ნოემბერში მათ მხოლოდ 3,9%-იანი ზრდის მოლოდინი ჰქონდათ.