"ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ, ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!" - ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი აიშვილი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს, რითაც ის ნამახვანი ჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დიდი თხოვნა მაქვს იმ პატივცემულ ადამიანებთან, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოში ელექტრო ენერგიის წარმოებას! სანამ თხოვნას ჩამოვაყალიბებ, მიდა დავაფიქსირო, რომ, ყველანაირ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის, "არ გვინდა" საც. ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ, ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელ.ენერგიის წარმოება შევაჩერეთ! ამიტომ ვთხოვ პატივცემულ ელ.ენერგიის წარმოების მოწინააღმდეგეებს ამიხსნან 5-6 წელიწადში როგორ უნდა აანთოს ნათურა ჩამოსულმა ტურისტმა, ან ჩართოს კონდიციონერი, ან დააგემოვნის ცივი ღვინო, ან მიირთვას ცხელი ხაჭაპური და ა.შ.?თუ რაიმე ამდაგვარი გამოსავალი იცით, რომ თან არ ვაწარმოოთ და თან გვქონდეს, გთხოვთ არ დამიმალოთ და მეც გამაგებინეთ! ოღონდ, თუ თქვენი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ მამულიშვილური პათეტიკით და სამშობლის სიყვარულით, მაშინ არ გამომეხმაუროთ, ეგ ისედაც ვიცი, უთქვენოდ! ასევე ნუ მეტყვით ქარი და მზეო! ეგ ორივე შეუძლებელია წყალსაცავიანი ჰესების გარეშე! ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოში კომპანიებს 70% ით გაუძვირდათ ელ. ენერგიის გადასახადი. მიზეზი ძვირი იმპორტი. ამიტომ, იმპორტზეც ნუ ვისაურებთ! მადლობა წინასწარ, ველი თქვენს კომპეტენტურ მოსაზრებებს! მაინტერესებს გულწრფელად და სრული სერიოზულობით!",- წერს ირაკლი იაშვილი.