სურსათის ეროვნული სააგენტო 9 პირის ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, სამტრედიის ქუჩაზე, საშაურმეში შემოწმებას ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, სამტრედიის ქ.9-ში მდებარე საშაურმე „რეტროში“ შემოწმებას ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.

შეგახსენებთ, ბოჭორიშვილის კლინიკაში კვებითი ონტოქსიკაციით 9 პირი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.