სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, სამტრედიის ქ.9-ში მდებარე საშაურმე „რეტროში“ შემოწმებას ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.
შეგახსენებთ, ბოჭორიშვილის კლინიკაში კვებითი ონტოქსიკაციით 9 პირი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.