ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში დოლარს 1.90 ლარად ყიდულობენ

თბილისში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში ერთ აშშ დოლარს 1.90 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.92-ია.

როგორც სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებმა განაცხადეს, დოლარის კურსი ფაქტობრივად ყოველ საათში იმატებს. მათივე თქმით, ფასის აწევის შემდეგ, დოლარის ყიდვა საგრძნობლად შემცირდა.  "ძირითადად დოლარს უფრო ყიდულობენ, ვიდრე - ყიდიან", - აცხადებენ ჯიხურებში.

ბანკებში კი, ამ წუთისთვის ასეთი მდგომარეობაა, ერთი აშშ დოლარს 1.87-დან 1.89 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.91-1.92-ია. გაცვლითი ოფიციალური კურსი ამ დროისთვის 1.86-ია.