სწრაფი ჩარიცხვის აპარატების შემდეგ, TBC უსაფრთხოების პარამეტრებს ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებისთვისაც ამკაცრებს. როგორც ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა, უსაფრთხოების კოდის შეყვანა საჭირო იქნება ყოველ ტრანზაქციაზე, რომელიც 50 ლარს აღემატება.
,,გაცნობებთ, რომ 20 მარტიდან მობაილ და ინტერნეტ ბანკს დამატებითი უსაფრთხოების მეთოდები ემატება.
ყოველ ჯერზე, მობაილ და ინტერნეტბანკში შესვლისას და ტრანზაქციის შესრულებისას, რომელიც აღემატება 50 ლარს, დაგჭირდება უსაფრთხოების კოდის შეყვანა ერთჯერადი კოდი, რომელიც მოგივა მობილურ ნომერზე. ხოლო თუ დიჯიპასით სარგებლობ - დიჯიპას კოდი.
20 მარტიდან, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ, იმისთვის, რომ არ დაგჭირდეს სმს კოდის შეყვანა:
1. გაიაქტიურე სანდო მოწყობილობა თუ გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას არ მოგიწევს ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა. გააქტიურებისთვის ეწვიე პარამეტრების გვერდს.
შენიშვნა: თუ 20 მარტამდე უკვე დამატებული გქონდა სანდო მოწყობილობა, ხელახლა დაგჭირდება გააქტიურება.
2. დაამატე სანდო შაბლონი/მიმღები
სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან.
გთხოვთ გაითვალისწინო, რომ მობაილბანკით სარგებლობის შემთხვევაში, აპლიკაცია უნდა გქონდეს განახლებული“- ნათქვამია Tbc-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მომხმარებლებს უკვე დაეგზავნათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.