თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 5 აპრილია.
მერიის ინფორმაციით, კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.
სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლებს ის ობიექტები, რომელიც წარმოადგენს:
- საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს;
- საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრენშაიზს;
- სწრაფი კვების ობიექტებს;
- სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს.