ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 22 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 250.1 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 228.1 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 10.6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში 15.4 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, იანვარში 4.8 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 4.9 მლნ ლარი იყო.

თაია არდოტელი