Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3195 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3195 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3190 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3204 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9609 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.