რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 94,2%-ით გაიზარდა

2021 წლის თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 32,6%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს საქართველომ უცხოეთში 413.972 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2020 წლის თებერვალში კი 312.037 მლნ კვტ/სთ.

თებერვალში იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსული დენის წილი 62,2% იყო. გასულ თვეს საქართველომ ჩრდილოეთში 257.624 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, ეს კი 94,2%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით (2020 წლის თებერვალი - 132.617 მლნ კვტ/სთ). აზერბაიჯანიდან იმპორტი კი 17%-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის თებერვალში აზერბაიჯანში 179.420 მლნ კვტ/სთ დენი ვიყიდეთ, წელს თებერვალში კი 148.834 მლნ კვტ/სთ. ამასთან, გასულ თვეს 7.514 მლნ კვტ/სთ დენის შესყიდვა მოხდა თურქეთშიც.

ცნობისათვის, „ესკოს“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში საქართველოში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 619.973 მლნ კვტ-სთ, მოხმარებამ კი 1068.514 მლნ კვტ/სთ შეადგინა.