TBC Capital-მა ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით გაიზრდება. მოცემული პროგნოზი TBC Capital-ის წინა პროგნოზზე 0.2%-ით ნაკლებია. რაც შეეხება 2022 წელს, პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება, რაც 0.1%-ით მეტია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წინა პროგნოზზე.
დოკუმენტის მიხედვით, წელს ტურიზმი 47.9%-ით გაიზრდება. რასაკვირველია, აქ საუბარია 2020 წელთან შედარებით და ეს ბუნებრივიცაა, რადგან 2020 წელს ტურიზმი 84%-ით შემცირდა. მაგრამ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ 2019 წელთან შედარებით, როცა მსოფლიოში სტაბილურობა იყო, ტურიზმი არა თუ გაიზრდება, არამედ 75%-ით შემცირდება.
ისიც ფაქტია, რომ TBC Capital-ის წინა პროგნოზით წელს საქართველოში ტურიზმი 82%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა არსებული მდგომარეობის ფონზე ეს პროგნოზი შემცირდა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე