2020 წელს „დიდი ოცეულის“ მშპ 3,3%-ით შემცირდა

დიდი ოცეულის ეკონომიკური ზრდა 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 2,1%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მესამე კვარტალში G20-ის მშპ გაიზარდა მაშინ, როცა წლის პირველ ნახევარში პანდემიით გამოწვეული უპრეცედეტო 7,8%-იანი კლება დაფიქსირდა.

G20-ის წევრი ცალკეული ქვეყნებიდან გასული წლის მეოთხე კვარტალში მშპ-ის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ინდოეთს, სადაც ეკონომიკა 7,9%-ით გაიზარდა. ოქტომბერ-დეკემბერში G20-ის ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპი შეინიშნებოდა. მაგალითად, მექსიკაში - 3,3%, ბრაზილიაში - 3,2%, ავსტრალიაში - 3,1%, ინდონეზიაში - 2,9%, იაპონიასა და საუდის არაბეთში - 2,8%, ჩინეთში - 2,6%, კანადაში კი - 2,3%-ით. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მეოთხე კვარტალში 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იტალიაში მშპ 1,9%-ით შემცირდა, საფრანგეთში კი - 1,4%-ით მაშინ, როცა წინა კვარტალში ამ ქვეყნებს 15,9%-იანი და 18,5%-იანი მატება ჰქონდათ.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირის ეკონომიკა ჯამურად, 0,5%-ით შემცირდა, განსხვავებით მესამე კვარტლისგან, როცა 11,6%-იანი მატება დაფიქსირდა.

მთლიანობაში, 2020 წელს დიდი ოცეულის ქვეყნებში ეკონომიკა 3,3%-ით შემცირდა, მატება დაფიქსირდა მხოლოდ ჩინეთში 2,3%-ით და თურქეთში 1,8%-ით. ყველაზე დიდი, 9,9%-იანი ეკონომიკური კლება დიდ ბრიტანეთს ჰქონდა.

კოკა კვირკველია