„განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა"

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება. როგორც ევროკომისარი წერს, შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა.

„ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა“, - წერს ოლივერ ვარჰეი.