"საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის! მოვითხოვოთ აქციზის გადასახადის გაუქმება!"

"საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის! მოვითხოვოთ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება!",- ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავზობთ:

"საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის ‼️‼️‼️ მოვითხოვოთ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება‼️

აქციზის გადასახადი დაეკისრა ასევე თხევად გაზსაც (LPG), რომლის ღირებულება არის 1.4 ლარი.

დაუტოვეთ ადამიანებს ალტერნატივის საშუალება‼️

გააუქმეთ აქციზის გადასახადი თხევად გაზზე‼️

აქციზის გადასახადით ბიუჯეტში შედის 1 450 000 000 ლარამდე. აქედან თხევადი გაზის აქციზის წილი არის 20% -მდე. აქციზის გადასახადის გარეშე საშუალოდ 1 ლიტრი საწვავი ეღირება 2 ლარი, ხოლო LPG 90 თეთრი.

საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურად აისახება სურსათის და სხვა ბევრი ტიპის საქონლის თუ მომსახურების ფასზე. პანდემიამ და ინფლაციამ საკმაოდ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა. საშუალოდ თუ 2019 წელს ადამიანს ჭირდებოდა თვეში 1000 ლარი, დღეს ზუსტად იგივე საქონლისა და მომსახურებისთვის ჭირდება 1340 ლარი. გაზრდილია უმუშევრობაამ ყოველივეს ფონზე გადაუდებლად აუცილებელია მთავრობამ "შემოიჭიროს ქამრები", უარი თქვას სხვა ტიპის ხარჯებზე (ადმინისტრაციული და ა.შ.) გადაეწყოს ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციაზე და მოახდინოს გადასახადების ლიბერალიზაცია ‼️გაუქმდეს აქციზის გადასახადი საქართველოში‼️‼️‼️ ბიუჯეტში შესული თანხა ეს არის ჩვენი ფული, ჩვენი შრომით გამომუშავებული და უნდა მოვითხოვოთ ამ თანხის ნაწილის (აქციზის გადასახადის სახით) დარჩენა ისევ ჩვენში, საზოგადოებაში",- წერს აბესაძე.

ნინი ქეთელაური