გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ცნობით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით შაბათს დილით გავა, ხოლო უკან თბილისის მიმართულებით კვირას დაბრუნდება.

მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

gzaa-1615905636.jpg

საქართველოს რკინიგზა მოქალქეებს კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეახსენებს:

„გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.