ფინანსთა სამინისტრომ მომხმარებლებისთვის ახალი მომსახურება დანერგა

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა პირველად საქართველოში ახალი მომსახურება - eCloud ტექნოლოგია დანერგა, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

პრეზენტაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გახსნა. "საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ეჩლოუდ პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მაღალი დონის, დუბლირებულ, აქტივ-აქტივ მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ სერვისს, აღჭურვილს 1000-ზე მეტი მაღალი წარმადობის სერვერითა და მონაცემთა შენახვა/დამუშავების სისტემებით, კვალიფიციური ადმინისტრატორებით, მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მხარდაჭერით. ახალი ტექნოლოგია ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს საკუთარი სერვერული ინფრასტრუქტურა განათავსონ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ეჩლოუდ პლატფორმაზე და თავიდან აიცილონ მნიშვნელოვანი ხარჯები მატერიალური და ადამიანური რესურსების კუთხით, რაც დაკავშირებულია ამ ინფრასტრუქტურის შექმნასთან, შენახვასა და მართვასთან", - აცხადებენ უწყებაში.

ღონისძიებას დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და კერძო სექტორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო დანაყოფების, IT კომპანიების წარმომადგენლები.